ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მჭიდროდ თანამშრომლობდნენ აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთთან.
თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ირანის თავდასხმის დროს სამივე მათგანი მოქმედებდა.
„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, რომლებმა წუხელ იმოქმდეს. ეს პარტნიორობა ყოველთვის მჭიდრო იყო, მაგრამ წუხელ ის უჩვეულო გზით გამოიხატა“, – თქვა ჰაგარიმ.