უფასო პირადობის მოწმობის მისაღებად განაცხადების ჩაბარება 25 ივნისსაც იქნება შესაძლებელი

25 ივნისს, შაბათს, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციის დასრულებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის ჩვიდმეტივე ფილიალი 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.

იუსტიციის სახლებში მხოლოდ პირადობის მოწმობასთან დაკავშირებული განაცხადების ჩაბარება 25 ივნისსაც იქნება შესაძლებელი.

იუსტიციის სამინისტროს ინფომაციით, ყველა მოქალაქეს, რომელმაც ამ დრომდე ვერ ისარგებლა აქციით, იუსტიციის სახლი საშაულებას აძლევს, გამოიყენოს დარჩენილი დრო და შეცვალოს ძველი პირადობის მოწმობა ახლით.

აქცია, რომელიც 17 წლიდან მოქალაქეებისთვის ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემას ითვალისწინებს 26 მაისს დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშინიკოლა სტარჯონი: შოტლანდია თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა ბირჟების ჩამოშლა გამოიწვია