ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა ბირჟების ჩამოშლა გამოიწვია

დღეს დილით, ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მსოფლიოს ბირჟები ჩამოიშალა. გახსნისთავანე ჩამოიშალა ევროპული საფონდო სივრცეები, თუმცა, მათი დანაკარგის კომპენსირება ბრიტანეთის პრემიერის მიერ გადადგომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გარკვეულწილად მოახდინეს.

გერმანული საფონდო ბირჟები თითქმის 10%-ით დაეცა: DAX 30-ის ინდექსი 9,94%-ით ნაკლები იყო, 10:36 საათის მონაცემებით (საქ-ოს დროით 12.36) ვარდნა 7,7%-მდე შემცირდა, ფრანგული საფონდო ინდექსი CAC 40 9,36%-ით დავარდა.
ბრიტანეთის საფონდო ბაზარი FTSE 100 გახსნისთანავე 7,4%-ით დავარდა, 10:36 საათისათვის უკვე 6,58% აჩვენა.

დღესვე მკვეთრად დავარდა ფუნტის კურსი, რომელმაც, ასევე დარეგულირება დაიწყო დევიდ კემერონის გამოსვლის შემდეგ.

შეგხსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაშიუფასო პირადობის მოწმობის მისაღებად განაცხადების ჩაბარება 25 ივნისსაც იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: “მთის კურორტების განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია”