ნიკოლა სტარჯონი: შოტლანდია თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს

შოტლანდია თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს. ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯონმა დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

“შოტლანდიამ მკაფიოდ და მტკიცედ მისცა ხმა ევროკავშირში დარჩენას”, – აღნიშნა შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერმა.

რეფერენდუმამდე ნიკოლა სტარჯონი აცხადებდა, რომ “ბრექსითი” შესაძლოა, შოტლანდიის დამოუკიდებლობის საფუძველი გახდეს.

რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, შოტლანდიაში ამომრჩეველთა 62-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში დარჩენას.

ამასთან, შოტლანდიის ნაციონალისტების ყოფილმა ლიდერმა ალექს სალმონდმა უკვე განაცხადა, რომ შოტლანდიამ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი კიდევ ერთხელ უნდა ჩაატაროს.

ამას გარდა, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაციონალისტური პარტია “შინ ფეინი” ირლანდიასთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის რეფერენდუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების რეაქცია
შემდეგი სტატიაუფასო პირადობის მოწმობის მისაღებად განაცხადების ჩაბარება 25 ივნისსაც იქნება შესაძლებელი