Unik – ქუთაისის უნივერსიტეტში კონფუცის ინსტიტუტი იხსნება

Unik – ქუთაისის უნივერსიტეტში კონფუცის ინსტიტუტი იხსნება. სინციანის სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივმა ინიციატივამ კონფუცის ინსტიტუტის გახსნასთან დაკავშირებით ჩინეთის საერთაშორისო განათლების ფონდის მხარდაჭერა მოიპოვა.

კონფუცის ინსტიტუტი Unik -ქუთაისის უნივერსიტეტში 2021 წლის სექტემბერში გაიხსნება და ქართველ სტუდენტებს მისცემს საშუალებას, შეისწავლონ ჩინური ენა, გაცვლით საგანმანათლებლო პროექტებში ჩაერთონ და ჩინურ კულტურას ეზიარონ.

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ფონდი მზადაა, გამოჰყოს ადამიანური და მატერიალური რესურსი და გაუწიოს ქუთაისის უნივერსიტეტს ტექნიკური დახმარება ინსტიტუტის მუშაობისა და განვითარებისთვის.

“Unik -ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური და ტოპ-მენეჯმენტი მოხარულია, კონფუცის ინსტიტუტის საქმიანობით, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას”, – აცხადებენ ქუთაისის უნივერსიტეტში.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო – ვიმედოვნებ, ნაწილობრივ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი იქნება
შემდეგი სტატია“შენგან განსხვავებული კეთილგანწყობილი ადამიანების გუნდზე გავლენას თუ ვერ ამყარებ, პრობლემა გაქვს, პოლიტიკოსობა საკუთარი თავის დედოფლობას არ ნიშნავს”