სერგეენკო – ვიმედოვნებ, ნაწილობრივ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი იქნება

მოლოდინი მაქვს და ამისთვის გარკვეული ობიექტური მოცემულობაა, რომ შესაძლებელი იქნება, ნაწილობრივ კომპრომისის მიღწევა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილი საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

„ამის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ კომპრომისებისთვის სივრცე კიდევ დარჩენილია და ვფიქრობ, ამას სწორად შეაფასებენ. რაც შეეხება კონკრეტული თარიღის შეთავაზებას, ისე არ არის, რომ მოდით, არჩევნები ახლა ჩავატაროთ. ამას ერთიანი შეთანხმება სჭირდება, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიახალი ტარიფი – დენი ძვირდება
შემდეგი სტატიაUnik – ქუთაისის უნივერსიტეტში კონფუცის ინსტიტუტი იხსნება