“შენგან განსხვავებული კეთილგანწყობილი ადამიანების გუნდზე გავლენას თუ ვერ ამყარებ, პრობლემა გაქვს, პოლიტიკოსობა საკუთარი თავის დედოფლობას არ ნიშნავს”

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ელენე ხოშტარიას წასვლა „ევროპული საქართველოდან“ დანაკარგია პოლიტიკისთვის, თუმცა არა პარტიისთვის.

როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ კომენტარში წერს, პოლიტიკოსობა საკუთარი თავის დედოფლობას არ ნიშნავს და „განსხვავებული კეთილგანწყობილი ადამიანების გუნდზე თუ გავლენას ვერ ამყარებ, პრობლემა გაქვს“.

„პარტიისთვის დანაკარგი არ არის. პოლიტიკისთვის – დანაკარგია. თუ გავლენას ვერ ამყარებ შენგან განსხვავებული კეთილგანწყობილი ადამიანების გუნდზე, პრობლემა გაქვს – პოლიტიკოსობა საკუთარი თავის დედოფლობას არ ნიშნავს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიUnik – ქუთაისის უნივერსიტეტში კონფუცის ინსტიტუტი იხსნება
შემდეგი სტატია“ბრალდებულ ი.მ-ს უფლებები არ დარღვეულა, ვინაიდან პატიმრის პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატისთვის გაგზავნას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს”