აშშ-ში კაპიტოლიუმში შეჭრილ ტრამპის პირველ მომხრეს განაჩენი გამოუტანეს

აშშ-ში განაჩენი გამოაცხადეს ტრამპის მომხრეს წინააღმდეგ, რომელიც 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეიჭრა და საფრთხის ქვეშ დააყენა ამომრჩეველთა ხმების დათვლა – “სიენენი” ავრცელებს.

ფლორიდელი პოლ ჰოდკინსი, რომელიც 38 წლის არის, სენატში შეიჭრა და ხელს უშლიდა საამომრჩევლო პროცედურას, რომლის გამოც 8 თვით აღეკვეთა თავისუფლება. განაჩენი იმაზე მსუბუქი იყო, ვიდრე ამას იუსტიციის სამინისტრო ითხოვდა – წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა. ჰოდკინსი პირობითი სასჯელის მიღებას ცდილობდა. ფედერალურმა მოსამართლემ რენდოლფ მოსმა აღნიშნა, რომ ჰოდკინსმა საკუთარი მოქმედებებით მხარი დაუჭირა მძიმე დანაშაულს, რომელიც დემოკარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ გაგებას იმსახურებს, რადგანაც დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული და მონაწილეობას არ იღებდა ძალადობრივ მოქმედებებში.

კოლიზეუმში შეჭრის საქმეზე სულ 550 ადამიანს აქვს ბრალი წაყენებული, მათგან მინიმუმ 230 იგივე მუხლი აქვს წაყენებული, როგორც ჰოდკინსს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი: მამა გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა დააბრალეს (video)
შემდეგი სტატიაუნგრეთში სმარტფონებიდან ჟურნალისტების შესაძლო თვალთვალის გამო სკანდალი აგორდა