უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში წევრობას მხარს დაუჭერს

უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში წევრობას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ტელეკომპანია Эспрессо-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში უნგრეთის ელჩმა იშტვან იიდიარტომ განაცხადა.

მისი თქმით, ბუდაპეშტი კვლავაც მხარს უჭერს უკრაინას რუსული აგრესიის ფონზე და მას დაშავებული უკრაინელი ჯარისკაცების მკურნალობაში დაეხმარება.

„მე ასევე ვვარაუდობ, რომ ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, უკრაინა ახლა განიცდის სირთულეს ექსპორტზე გასატანი პროდუქციის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ როგორც თქვენ იცით, ოკუპაციის გამო, ბევრი საზღვაო პორტი მიუწვდომელია. ამიტომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას გამოიყენოს სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნები. ჩემი აზრით, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა და ჩვენ სრულიად მზად ვართ თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა დიპლომატმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: „ბოლო ათი წელია „ქართლი ოცნება“ ენერგეტიკის სფეროში ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აწარმოებს“
შემდეგი სტატიამიხეილ დაუშვილი: კითხვარზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის როგორ იქცევა ხელისუფლება და ქვეყანა ევროინტეგრაციის პროცესში