მიხეილ დაუშვილი: კითხვარზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის როგორ იქცევა ხელისუფლება და ქვეყანა ევროინტეგრაციის პროცესში

პარლამენტის წევრი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული კითხვარის არა მარტო გამოქვეყნება, არამედ ამ პროცესში ოპოზიციის ჩართვაც. „ჩვენ ცალსახად დავაფიქსირეთ, რომ ეს არ არის პროცესი „ქართული ოცნებისთვის“ ან რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, ეს არის ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენ, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ხელისუფლება, მზად ვართ პროცესშიც ვიყოთ ჩართული და ნებისმიერს ვეთანამშრომლოთ. მეტსაც გეტყვით, ჩვენ რაც შეგვიძლია მომავალ კვირაში ბრიუსელში ვიზიტის დროს რასაც ვაპირებთ მთავარი სწორედ ეს იქნება, რომ მხარი დავუჭიროთ კანდიდატის სტატუსის მიღებას, მარტივი მიზეზის გამო, ეს არ არის ვინმესთვის, ეს არის ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

კითხვარზე უფრო მნიშვნელოვანი არის როგორ იქცევა ხელისუფლება და ქვეყანა ევროინტეგრაციის პროცესში. ამ კონტექსტში მინდა ყურადღება გავამახვილო თქვენს ერთ-ერთ ინიციატივაზე რომელიც რამდენიმე დღის წინ დაინიცირდა. კერძოდ, იმის ნაცვლად, რომ ახალარჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა მოახდინოს საკრებულომ, ამ უფლებას აძლევთ ცესკოს. რაც ვფიქრობ არასწორია.

ეს საკითხი კიდევ იცით რატომ არის მნიშვნელოვანი, დღეს რომ ევროინტეგრაციის პროცესში ვართ თქვენ რა შეტყობინებას უგზავნით ევროკავშირს?

შეტყობინებას აგზავნით, რომ უკვე მერამდენედ კანონს ირგებთ საკუთარ თავზე, რომ მოქალაქეები არ გაინტერესებთ და საკრებულოს ფუნქციონირებას უბლოკავთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი უკრაინის ევროკავშირში წევრობას მხარს დაუჭერს
შემდეგი სტატიაარ დავნებდებით, სანამ პუტინი არ დამარცხდება – ჯონსონი