უნგრეთი იძულებულია ვაქცინები სხვა ქვეყნებს აჩუქოს

უნგრეთი იძულებულია ვაქცინები სხვა ქვეყნებს აჩუქოს

ვაქცინაციის ტემპების ვარდნის გამო უნგრეთი იძულებულია საკუთარი მარაგიდან უახლოეს ხანში სხვა ქვეყნებს აჩუქოს 140 ათასი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ 10 მილიონიან ქვეყანაში 3 მილიონ ზრდასრულსაც არა აქვს ორივე დოზა ვაქცინა გაკეთებული.
“ვშიშობ, ჩვენთან ფიქრობენ, რომ ვაქცინის გაუკეთებლობა შერჩებათ. საქმე იმაშია, რომ ეს არის ვირუსი, რომელიც არსად წავა.. ადრე თუ გვიან ის ყველას იპოვის” – ორბანმა პარასკევს განაცხადა.

უნგრეთი 100 ათასი დოზა ვაქცინა “ასტრა-ზენეკას” კაბო-ვერდესთვის ჩუქებას აპირებს. 41 ათას “ფაიზერს” კი ჩეხეთს გადასცემს.

უნგრეთმა ერთი დოზა ვაქცინა მოსახლეობის 52,3%-ს უკვე გაუკეთა, რაც ევროკავშირში სიდიდით მეორე მაჩვენებელია. აპრილის შუა რიცხვებიდან ყოველდღიურად ქვეყანაში 75 ათას მოქალაქეს უკეთდებოდა ვაქცინაცია, მიმდინარე კვირას მათი რაოდენობა 30 ათასამდე შემცირდა.

banner
წინა სტატიაშიბუკა პეტრიაშვილი: გახარია 4-5 ბალიანს რყევებს აუცილებლად გამოიწვევს, შესაძლოა ამით “ოცნებას” მიწა ფეხქვეშ გამოეცალოს
შემდეგი სტატია„ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები პოლიციას მოუწოდებენ, რომ რკინის ბარიკადებს მიღმა გადასვლის საშუალება მისცეს