ბუკა პეტრიაშვილი: გახარია 4-5 ბალიანს რყევებს აუცილებლად გამოიწვევს, შესაძლოა ამით “ოცნებას” მიწა ფეხქვეშ გამოეცალოს

“გახარია 4-5 ბალიანს რყევებს აუცილებლად გამოიწვევს, შესაძლოა ამით “ოცნებას” მიწა ფეხქვეშ გამოეცალოს”, – ამის შესახებ “ტვ პირველის” პოლიტიკურმა მიმომხილველმა, გადაცემა “პოლიტიკური პარასკევის” თანაწამყვანმა ბუკა პეტრიაშვილმა განაცხადა.

“გახარიას სხვა ბევრ რამესთან ერთად სჭირდება რაღაც ახალი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რა თქმა უნდა, სჭირდება ფინანსები. ხელისუფლების მხრიდან გახარიას მიმართ გამკაცრებული რიტორიკა გვაფიქრებინებს, რომ ყოფილი პრემიერი მათ ამომრჩეველთა ბაზას შთანთქავს. ვნახავთ რას შესთავაზებს გახარია ახალს უახლოეს თვეებში. მიწისძვრა შეიძლება ვერა, მაგრამ 4-5 ბალიან რყევებს აუცილებლად გამოიწვევს. ეს კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ “ქართულ ოცნებას” მიწა ფეხქვეშ გამოეცალოს”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო: მენეჯერული მიმართულებით ენა არ მომიბრუნდება, რომ გახარიაზე ცუდი ვთქვა
შემდეგი სტატიაუნგრეთი იძულებულია ვაქცინები სხვა ქვეყნებს აჩუქოს