„ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები პოლიციას მოუწოდებენ, რომ რკინის ბარიკადებს მიღმა გადასვლის საშუალება მისცეს

გუმათთან ვითარება დაიძაბა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში იმყოფებიან, სადაც სამართალდამცველებს სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე რკინის ბარიკადები აქვთ აღმართული.

რკინის ბარიკადების მეორე მხარეს პოლიციაა მობილიზებული.

აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და პოლიციას მოუწოდებენ, რომ ბარიკადებს მიღმა გადასვლის საშუალება მისცეს.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი იძულებულია ვაქცინები სხვა ქვეყნებს აჩუქოს
შემდეგი სტატიაომბუდსმენი: მეგრელიშვილის განცხადება ბავშვთა უფლებებზე დასაგმობი და საფრთხის შემცველია