„უნდა გვახსოვდეს დღევანდელი დღე, რათა აღარასდროს დავუშვათ თბილისის თავზე წითელი დროშა“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა 1921 წლის 25 თებერვალს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან გზაგასაყარზე დგას და სერიოზული შანსი აქვს, დაუბრუნდეს საკუთარ ევროპულ ოჯახს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მისი ტრაგიზმით და მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ მუდმივად, სანამ ქართული სახელმწიფო არსებობს და ფეხზე დგას, გვახსოვდეს ეს დღე იმისთვის, რომ აღარასდროს არ დავუშვათ თბილისის თავზე წითელი დროშა. დღეს ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე და მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგას ქვეყანა. საქართველოს ძალიან სერიოზული შანსი აქვს, რომ დაბრუნდეს საკუთარ ევროპულ ოჯახში. ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ასეთი დღეები, უნდა გვახსოვდეს, რომ აღარ დავუშვათ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხოლოდ ისტორიის ტრაგიკული კუთვნილება იყოს 25 თებერვალი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

banner
წინა სტატიაშილაჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკოს თქმით, შესაძლებელია, რომ ტყიბულელ მაღაროელებს შეღავათები აღუდგეთ