შემთხვევა სუფსის თემის სოფელ ხიდმაღალაში მოხდა. ფეხით მოსიარულე მოზარდს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბათუმის პროზექტურაშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამომიძება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი, ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.