„უნდა დავადგინოთ, რა შედეგი ექნება შემოთავაზებულ ე.წ. სანქციებს”- სალომე სამადაშვილი ტატუნაშვილთან დაკავშირულ რეზოლუციაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მათი პრინციპული მოთხოვნა იყო, რომ არჩილ ტატუნაშვილთნ მისაღები რეზოლუციის ტექსტში ჩადებულიყო რეალური, ქმედითი ნაბიჯები რუსეთზე საერთაშორისო პოლიტიკური წნეხის გაზრდის მიზნით, თუმცა როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, არსებულ ვარიანტში ეს ჯერჯერობით გათვალისწინებული არაა. სამადაშვილის თქმით, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ენმ თავის პოზიციის დაცვას გააგრძელებს და დაუჭერენ თუ არა მხარს რეზოლუციას, იმის მიხედვით გადაწყვეტენ, როგორ იქნება გათვალისწინებული მოთხოვნები.

„მაქვს კონკრეტული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რაც ჩაიდო ტექსტში. ჩვენ უნდა დავადგინოთ, რა შედეგი ექნება შემოთავაზებულ ე.წ. სანქციებს, რომელსაც უმრავლესობა, როგორც ჩანს, თანხმდება, რეალურად ვინ გახდება სამიზნე და მივიღოთ საფუძვლიანი პასუხები, რათა შეგვექმნას შთაბეჭდილება, აქვს თუ არა საერთოდ რაიმე დატვირთვა იმ სანქციებს, რაზეც დასთანხმდა უმრავლესობა”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე კომიტეტის წევრებს სთავაზობს, რეზოლუციის ტექსტში სიტყვა “მკვლელობა” “სიცოცხლის ხელყოფით” შეიცვალოს
შემდეგი სტატია„გვაქვს კონკრეტული გეგმა დმანისის გადასარჩენად”- 14 ოპოზიციური პარტია აუქციონში იღებს მონაწილეობას