„გვაქვს კონკრეტული გეგმა დმანისის გადასარჩენად”- 14 ოპოზიციური პარტია აუქციონში იღებს მონაწილეობას

14 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომლებმაც საყდრისის გადარჩენის კომიტეტი დააფუძნა, დმანისში არსებულ სიტუაციას დღეს ადგილზე გაეცნობა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დმანისში გამგზავრებამდე ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდნენ, სადაც განუცხადეს, რომ ტერიტორიაზე შესვლა უპრობლემოდ შეუძლიათ. როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, ისინი მონაწილეობას იღებენ აუქციონში, რომელიც ხვალ უნდა ჩატარდეს და ამისთვის პირველი თანხაც გადარიცხულია.
„გვაქვს კონკრეტული გეგმა დმანისის გადასარჩენად ვიღებთ მონაწილეობას აუქციონში ვაპირებთ ეს ტერიტორია ჩვენ ავიღოთ იჯარით არ მივცეთ შესაძლებლობა ამ ყველაფერის განადგურების ოქროს მომპოვებელ კომპანიას“-აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ოპოზიციის წარმომადგენლები დმანისში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ RMG Gold საქმიანობას ყველა სტანდარტის დარღვევით აწარმოებს, რაც ადგილობრივების ჯანმრთელობაზე მოქმედებს.
„ივანიშვილის 15 ათას ლარად 16 ჰექტარი ტყის წაღებას და იქ ციანიდის მოსხმას, რომ კიდევ უფრო განვითარდეს მრავალი მილიონით მისი ბიზნესი. ძალიან მიხარია, რომ მრავალპარტიული ფორმატია, სადაც ხელს შევუშლით ამ ადამიანს, ესე მას ცხოვრება ამ ქვეყანაში არ გაუვა“-განაცხადა „ ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში„უნდა დავადგინოთ, რა შედეგი ექნება შემოთავაზებულ ე.წ. სანქციებს”- სალომე სამადაშვილი ტატუნაშვილთან დაკავშირულ რეზოლუციაზე
შემდეგი სტატიაჩეხეთი და სლოვაკეთი “ნოვიჩოკის” წარმოებას კატეგორიულად უარყოფენ