თალაკვაძე კომიტეტის წევრებს სთავაზობს, რეზოლუციის ტექსტში სიტყვა “მკვლელობა” “სიცოცხლის ხელყოფით” შეიცვალოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოდის წინადადებით, რუსეთთან დაკავშირებულ საპარლამენტო რეზოლუციას, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის გარდა, დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერი დაემატოს.
“უპრიანი იქნება და მიზანშეწონილიც არის, ამ რეზოლუციაში გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის გვერდით, იყოს დავით ბაშარულის შემთხვევაც”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.
თალაკვაძემ კომიტეტის წევრებს შესთავაზა, რეზოლუციის ტექსტში სიტყვა “მკვლელობა” “სიცოცხლის ხელყოფით” შეიცვალოს.

banner
წინა სტატიაშიგურიის პოლიციის თანამშრომელი მარიხუანასა და სუბოტექსის მოხმარებისთვის დააკავეს
შემდეგი სტატია„უნდა დავადგინოთ, რა შედეგი ექნება შემოთავაზებულ ე.წ. სანქციებს”- სალომე სამადაშვილი ტატუნაშვილთან დაკავშირულ რეზოლუციაზე