“უმრავლესობის რამდენიმე წევრს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ” – ბესელია

უმრავლესობის რამდენიმე წევრს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ – ამის შესახებ განცხადება, უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას გააკეთა.

“პირველი ეს ჩანაწერი უკანონო ჩანაწერი რაც გავრცელდა ნამდვილად არის ჩაწერილი წინა ხელისუფლების დროს. თუმცა ეს არის მონტაჟი ახლა რაც გავრცელდა. წინა ხელისუფლების დროს ამის გავრცელება ვერავინ ვერ გაბედა. მე ვიცოდი რომ ეს ჩანაწერი არსებობდა. არც მაშინ არ შემშინებია და არც დღეს. კიდევ რის გამოც გადავწყვიტე რომ ამ ღია ბრძოლაში შევსულიყავი, ვიცი რომ არის რამდენიმე ადამიანი ვისაც ამით აშანტაჟებენ დღეს. და რაღაცნაირად მინდა მაგალითი მივცე. მე ვიცი რამდენიმე ასეთი ადამიანი, თვითონ უთქვამთ. მე ვიცი რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. მე მინდა რომ ეს მოჯადოებული წრე გაირღვეს. – “განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, ეს ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროს არის გაკეთებული თუ ამჟამინდელის, ბესელია პასუხობს რომ არ იცის, თუმცა ამბობს, რომ სწორედ ფარული ჩანაწერებით შანტაჟი იყო რამდენიმე ადამიანისთვის უმრავლესობიდან შემაკავებელი ფაქტორი და ეს ზუსტად იცის. კითხვის პასუხად ბესელია ამბობს, რომ დაშანტაჟებულებს შორის არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც არიან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ აშშ-ის მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიათომას მელია: ელჩად ბრიჯიტ ბრინკის არდამტკიცებით საქართველოს მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა