„უმრავლესობაში იმედია, მოიძებნებიან დეპუტატები, რომლებსაც ნამუსი აქვთ“ – რომან გოცირიძე მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნაზე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მოთხოვნას სრულად იზიარებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს პარლამენტში წერილი შეიტანა. შვილმოკლული მამა საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.
მაჩალიკაშვილს პარლამენტში ყველა დეპუტატის სახელზე 150 წერილი შეიტანა, რომელშიც კითხვა შემდეგნაირადაა ფორმურილებული: „გთხოვთ წერილობით მაცნობოთ თქვენი პოზიცია – მხარს უჭერთ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას ჩემი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია?“

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თვმჯდომარე, დეპუტატი რომან გოცირიძე “ნიუპოსტთან” ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. ამ შემთხვევაში კი მაჩალიკაშვილის მოთხოვნას საკანონმდებლო ორგანოში არსებული 30 ოპოზიციონერი დეპუტატი უერთდება.

“კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის ხმა. თუ ჩავთვლით, რომ ოპოზიციას აქვს 30 ხმა და თუ 20 დეპუტატიც მოიძებნა, რომელსაც აქვს მორალური პრინციპები და რომელსაც აწუხებს სინდისი, ეს კომისია შეიქმნება. ამიტომ ყველა დეპუტატმა ინდივიდუალურად უნდა გასცეს მალხაზ მაჩალიკაშვილს პასუხი, დაუჭერს თუ არა მხარს კომისიის შექმნას”- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა დადგენილების პროექტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელმაც უნდა შეისწავლოს 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები.

banner
წინა სტატიაში„სასამართლოში ბევრი პრობლემაა და ეს პრობლემები არის მისახედი“ – თამარ ჩუგოშვილი
შემდეგი სტატიაზოგიერთი ჟურნალისტის მოლოდინი, რომ იმაზე ნაკლები გამოვალთ, ვიდრე შევალთ, არ გამართლდება – ხუნდაძე