ზოგიერთი ჟურნალისტის მოლოდინი, რომ იმაზე ნაკლები გამოვალთ, ვიდრე შევალთ, არ გამართლდება – ხუნდაძე

ზოგიერთი ჟურნალისტის მოლოდინი, რომ იმაზე ნაკლები გამოვალთ, ვიდრე შევალთ, არ გამართლდება – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

ხუნდაძე უმრავლესობის სხდომაზე რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ ელის.

“საუბარი იქნება გუნდური წესების თამაშზე და მე ვფიქრობ, რომ ესეც ასე ვთქვათ იქნება შედეგიანი. მოლოდინი ზოგიერთ ჟურნალისტს აქვს, რომ ვთქვათ გუნდში იმაზე ნაკლები გამოვალთ ვიდრე შევალთ, ეს ასე არ იქნება. მე ვაფასებ, როცა ადამიანს აქვს თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია, ეს შეიძლება ზოგჯერ სცდებოდეს საერთო გუნდურ პოზიციას, მეც ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ უმეტესად ასეთი საკითხები იქნას გუნდის შიგნით წამოჭრილი, გარკვეული, მოსმენილი და გადაწყვეტილებაც შიდა გუნდური ცვლილებებით მიღებული და გარეთ უკვე საერთო პოზიცია იქნეს წარმოდგენილი,“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

banner
წინა სტატიაში„უმრავლესობაში იმედია, მოიძებნებიან დეპუტატები, რომლებსაც ნამუსი აქვთ“ – რომან გოცირიძე მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნაზე
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს