„სასამართლოში ბევრი პრობლემაა და ეს პრობლემები არის მისახედი“ – თამარ ჩუგოშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის მორიგი შეხვედრა – სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის ფარგლებში ბევრ თემაზე იქნება საუბარი და დეპუტატები განიხილავენ იმ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოში აქტუალურია.

მისი თქმით, სასამართლო სისტემაში ბევრი პრობლემაა და მათ მიხედვა სჭირდება:

„სასამართლოში ბევრი პრობლემაა და ეს პრობლემები არის მისახედი. უპირველესად, ჩვენი პასუხისმგებლობა არის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების იმგვარად დანიშვნა, რომ საზოგადოებას ამ პროცესისადმი ნდობა ჰქონდეს.

იქ არის ჩანაწერები, რომელსაც ვერ დავეთანხმები. მაგალითად, ვინც სასამართლოს მიმართ ან მოსამართლეების მიმართ კრიტიკულია, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მართული – რა თქმა უნდა, გამიჭირდება, დავეთანხმო. არის საკითხები, რასაც ბუნებრივია, ვიზიარებ. მაგალითად, მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნება პროცესის იმისთვის, რომ შევძლოთ ნორმალური კანონის დაწერა და დაპირისპირების მიუხედავად გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში. თუ სამუშაოდ არ დავსხედით, ძალიან გაგვიჭირდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგულწრფელად გეტყვით, რომ შინაგანი სურვილი აქ მოსვლის არ მქონდა – გედევან ფოფხაძე
შემდეგი სტატია„უმრავლესობაში იმედია, მოიძებნებიან დეპუტატები, რომლებსაც ნამუსი აქვთ“ – რომან გოცირიძე მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნაზე