“უმრავლესობა წავიდა შატალოზე,”- ირმა ნადირაშვილი პარლამენტში სხდომის ჩაშლის მიზეზებზე

news
ავტ.: news მარტი 30, 2016 15:21

“უმრავლესობა წავიდა შატალოზე,”- ირმა ნადირაშვილი პარლამენტში სხდომის ჩაშლის მიზეზებზე

მნიშვნელოვანი

  • პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის, მოსმენის ჩაშლის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებები საპარლამენტო ოპოზიციაში გააკეთეს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა ჩაშალეს და მათ ინტერესებში არ შედიოდა, რომ განხილვა დღეს გამართულიყო. ოპოზიციის მხრიდან სხდომის ჩაშლა სისტემის კრახად იქნა შეფასებული.

სხვა სტატიები

პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის, მოსმენის ჩაშლის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებები საპარლამენტო ოპოზიციაში გააკეთეს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა ჩაშალეს და მათ ინტერესებში არ შედიოდა, რომ განხილვა დღეს გამართულიყო. ოპოზიციის მხრიდან სხდომის ჩაშლა სისტემის კრახად იქნა შეფასებული.

„გუშინ პარლამენტში სუსის მოსმენა გაიმართა, უმრავლესობამაც და ამ სამსახურმაც სრული ფიასკო განიცადა, ეს ანგარიში მოუმზადებელი და არაკომპეტენტური იყო. დღეს უმრავლესობამ ბევრი იფიქრა, როგორ აეცილებინათ თავიდან პარლამენტში გომელაურის ანგარიში, მათ მოიფიქრეს ასეთი გადაწყვეტილება, ისინი წავიდნენ შატალოზე, ეს არის სპეციალურად გაკეთებული დადგმული სპექტაკლი,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ,  რომ სხდომის ჩაშლა მეტყველებს, რომ კოალიცია უკვე დაშლილია და ძალებს ვერცერთს საკითხზე გაერთიანება ვეღარ შეუძლიათ.

„სხდომის ჩაშლა მეტყველებს, რომ კოალიცია ქართული ოცნება დაშლილია. ეს ხელისუფლება აღარ არსებობს,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

news
ავტ.: news მარტი 30, 2016 15:21