Egypt Air-ის პილოტმა თვითმფრინავის გატაცების დეტალებზე ისაუბრა

terorამრ გამალი აირბას A320-ის მეთაური იყო კომპანია Egypt Air-ში, რომელიც გუშინ გაიტაცეს. გამალი შემთზვევაზე დეტალებს ყვება. გატაცებაზე ჩანაწერით გახდა ცნობილი, რომელიც პილოტებს ერთ-ერთმა მგზავრმა გადასცა.
გამტაცებელმა არ იცოდა, რომელი მიმართულებით უნდოდა გაფრენა, საბერძნეთში, თურქეთში თუ კვიპტოსში. „საწვავი მხოლოდ კვიპროსამდე გვყოფნიდა, რაც მე მას ვაცნობე“ – ამბობს გამალი. სხვა მოთხოვნა, ხომალდის მეთაურის თქმით, ეგვიპტელს არ ჰქონია.
პილოტის თმით, მან მონიტორში დაინახა, რომ გამტაცებელს ქამარზე ასაფეთქებელის მსგავსი ეკეთა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოწყობილობა მულიაჟი იყო და რომ ის გამტაცებელმა ბორტზე ასვლისას დაამზადა.
მეორე პილოტმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეკიპაჟის წევრები ბოროტმოქმედთან მაქსიმალურად ფრთხილობდნენ: ისინი მის დამშვიდებას ცდილობდნენ, შესთავაზეს ჩაი და ყავა. თვითონ საიფ ად-დინ მუსტაფა, როგორც იტყობინებიან, თვალყურს ადევნებდა პრესაში მასზე გავრცელებულ ინფორმაციას.
Airbus A320 ალექსანდრია-ქაიროს მიმართულებით მიფრინავდა, ის გუშინ დილით იქნა გატაცებული. ბორტზე 81 ადამიანი იმყოფებოდა, უმეტესი მათგანი ეგვიპტელი იყო. მგზავრებს შორის ასევე აშშ-ს, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ნიდერლანდების მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
მოლაპარაკებების შემდეგ მამაკაცი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

banner
წინა სტატიაში“უმრავლესობა წავიდა შატალოზე,”- ირმა ნადირაშვილი პარლამენტში სხდომის ჩაშლის მიზეზებზე
შემდეგი სტატიაზიმბაბვეში 92 წლის პრეზიდენტი მუგაბე 2018 წლის არჩევნებისთვის ემზადება