პარლამენტში ვახტანგ გომელაურს ვერ მოუსმინეს – სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. რამდენიმე საათია სუსის ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება.

დეპუტატებმა ბოლო რეგისტრაცია რამდენიმე წუთის წინ გაიარეს, ეს იყო მესამე რეგისტრაცია. ბოლო რეგისტრაციისას 54 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია, კვორუმისთვის კი 76 ხმა იყო საჭირო.

პარლამენტის ვიცესპიკერმა, მანან კობახიძემ განაცხადა, რომ დეპუტატების საკმარისი რაოდენობა საქართველოში არ იმყოფება, მათი ნაწილი მივლინებაში, ნაწილი კი შეხვედრებს მართავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში პრობლემები დეპუტატებმა საკომიტეტო განხილვის დონეზე გუშინ გამოკვეთეს. პრეტენზიებს გამოთქვამენ როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდშიც.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღლივი კორპუსების მშენებლობის შეჩერების ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატია“უმრავლესობა წავიდა შატალოზე,”- ირმა ნადირაშვილი პარლამენტში სხდომის ჩაშლის მიზეზებზე