უმრავლესობა თუ მხარს დაუჭერს ნიკა მელიას დაპატიმრებას, მაშინ ხელისუფლების დამხობის პროცესი დაჩქარდება

უმრავლესობა თუ მხარს დაუჭერს ნიკა მელიას დაპატიმრებას, მაშინ ხელისუფლების დამხობის პროცესი დაჩქარდება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემა ეს იქნება კოლექტიური თვითმკვლელობა ციურ ბადეთა თანავარსკვლავედზე, როგორც ეს ცნობილი იაპონური პიესა გვასწავლის. ქოცხროვას აქვთ საკუთარი გვამის უდიდესი სიყვარული და ამის გამო არ გაწირავენ თავის პოლიტიკურ კარიერას, რომელსაც ისედაც მოკლე დრო დარჩა. თუ თვითმკვლელობის მანია შეეყარათ, მხარს დაუჭრენ, მაგრამ არამგონია, ასე დაავადდეს უმრავლესობა. თუ მხარს დაუჭერენ, მაშინ ხელისუფლების დამხობის პროცესი დაჩქარდება. საკმარისია ახლა რეჟიმმა დააპატიმროს თუნდაც საშუალო დონის ოპოზიციის ლიდერი, აღარ ვსაუბრობ მთავარ პოლიტიკურ ძალებზე და მათი ხელისუფლების მსხვრევა დაჩქარდება კატასტროფული ტემპებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: დავით გარეჯი უნდა დაბრუნდეს ქართული ეკლესიის და საქართველოს სრულ იურისდიქციაში
შემდეგი სტატიაროცა ხარ ხელისუფალი, შენზე არის გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა, შეთანხმებისკენ, შერიგებისკენ და არა დაპირისპირების წახალისებისკენ