ნათელაშვილი: დავით გარეჯი უნდა დაბრუნდეს ქართული ეკლესიის და საქართველოს სრულ იურისდიქციაში

დავით გარეჯი, ბერთუბნიდან დაწყებული უკანასკნელ ქვის ნატეხამდე, ქართული ქრისტიანული ძეგლია და მარაზმია ყოველგვარი ვაჭრობა რაღაც რუკებით, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დავით გარეჯთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯი სრულად უნდა დაბრუნდეს საქართველოს იურისდიქციაში.

„საერთოდ, ხანდახან მგონია, ან მე გავგიჟდი ან სრულიად სამყარო. დავით გარეჯი, ბერთუბნიდან დაწყებული უკანასკნელ ქვის ნატეხამდე, არის მხოლოდ ქართული ქრისტიანული ძეგლი და ყოველგვარი ვაჭრობა იქ რაღაცა რუკებით და მასშტაბებით არის მარაზმი. დავით გარეჯი უნდა დაბრუნდეს ქართული ეკლესიის და საქართველოს სრულ იურისდიქციაში. ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება და რაღაც მასშტაბი ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფოთში, ძლიერი შტორმის შედეგად კუნძულის უბნის სანაპირო დაიტბორა
შემდეგი სტატიაუმრავლესობა თუ მხარს დაუჭერს ნიკა მელიას დაპატიმრებას, მაშინ ხელისუფლების დამხობის პროცესი დაჩქარდება