წულუკიანს ურჩევნია, გონს მოეგოს-გიგა ბოკერია

region
ავტ.: region თებერვალი 6, 2020 15:28

წულუკიანს ურჩევნია, გონს მოეგოს-გიგა ბოკერია

დროზე მოეგოს გონს ივანიშვილი და შესაბამისად, გონს მოეგება ყველა მისი კლოუნი, წულუკიანის ჩათვლით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ გიგა ბოკერია საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეხვედრაზე „თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თუ არ დათანხმდებით ჩვენს მოდელს, ქვა ქვაზე არ დარჩებაო“.

ბოკერიას თქმით, „წულუკიანს ურჩევნია, გონს მოეგოს“.

„საჯაროდ ვიმეორებ უკვე, თვეებია მეც და მთლიანად ოპოზიციაც, საზოგადოების გზავნილიც არის – დროზე მოეგოს გონს ივანიშვილი და შესაბამისად, გონს მოეგება ყველა მისი კლოუნი, წულუკიანის ჩათვლით. დაანებონ თავი ქვეყნის დაზიანებას, საზოგადოებასთან დაპირისპირებას და თავის პოლიტიკურ დაღუპვას. წაიღონ უკან შეურაცხყოფა, მიიღონ პროპორციული სისტემა და შეწყდეს ძალადობა და რეპრესიები.

ესაა საჯარო გზავნილი. რა დახურული შეხვედრა? ეგ ალბათ გულისხმობს დიპლომატებთან მოლაპარაკებებს, „საიდუმლოდ“ რომ დავემუქრე მას ევროკავშირის, აშშ-ისა და გერმანიის ელჩის თანდასწრებით. თურმე ნერვიულობს და უნდა ინერვიულოს კიდეც. ნერვიულობას ურჩევნია, გონს მოეგოს და არა ეს ბრიყვული განცხადებები აკეთოს.

მათ უბიძგეს საზოგადოებას აღშფოთებისკენ, ზიანი მიაყენეს და დაგვაყენეს არანორმალური სცენარს, სადაც დამარცხდებიან ძალიან მწარედ. ჩვენ გვსურს, რომ დავამარცხოთ ნორმალურ ან შედარებით ნორმალურ სცენარში. ეს არის ჩვენი გზავნილი საჯაროც, „დახურულიც“, დიპლომატების თაანდასწრებითაც და ისედაც. ამას თუ მუქარად თვლიან, ამ ჩემს პროგნოზს, იყოს მუქარა. ეს არჩევანი მათ გააკეთეს, როცა საზოგადოებას უთხრეს ფეხებზე გვკიდია დაღვრილი სისხლიც და ახლა გადაგაგდებთ და ძალადობას მივმართავთო, ამან დააყენა რისკის ქვეშ ქვეყანა“,- განაცხადა ბოკერიამ.

region
ავტ.: region თებერვალი 6, 2020 15:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,627
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics