“საარჩევნო სისტემა როგორი უნდა იყოს, გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო”

“საარჩევნო სისტემა როგორი უნდა იყოს, გადაწყვეტილებას იღებს სუვერენული სახელმწიფო. მთავარია, ეს იყოს დემოკრატიული სისტემა და როგორი პრინციპით იქნება, შერეული, ნახევრად შერეული თუ პროპორციული, ეს არის ჩვენი, სახელმწიფოს გადასაწყვეტი, ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს სხვადასხვა პარტიების ჩართულობით, კონსენსუსით ”-განაცხადა თბილისის მერმა,რომელიც ოპოზიციის შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას ეხება

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ე.წ გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი ეუთო/ოდირს ომბუდსმენის დახმარებით, დეკემბერში გაუგზავნა. ეუთო/ოდირის დასკვნაში ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა “შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი.”

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის შესარჩევ შემდეგ ეტაპზე გავიდა
შემდეგი სტატიაწულუკიანს ურჩევნია, გონს მოეგოს-გიგა ბოკერია