ავტომობილების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავეს

region
ავტ.: region თებერვალი 6, 2020 15:35

ავტომობილების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში ავტომობილების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაძალადევის რაიონში, თამარაშვილისა და გულრიფშის ქუჩებზე, მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებიდან აკუმულატორები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

region
ავტ.: region თებერვალი 6, 2020 15:35