„უკვდავთა ბაღში“ გივი ბერიკაშვილის ბიუსტი გაიხსნა

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ გივი ბერიკაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გახსნეს. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიუსტის გახსნასთან ერთად, მუზეუმში გივი ბერიკაშვილის ფოტოებიც იყო წარმოდგენილი.

თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხელოვნებაში გივი ბერიკაშვილის უდიდეს წვლილზე ისაუბრა. მისი თქმით, გივი ბერიკაშვილი იყო შესანიშნავი ადამიანი, რომელმაც
ქართულ კინოხელოვნებაში ძალიან დიდი შემოქმედება დატოვა და „უკვდავთა ბაღში“ მისი ბიუსტის გახსნა სახალხო არტისტის კიდევ ერთხელ დაფასებაა.

გივი ბერიკაშვილის სკულპტურული პორტრეტი მისმა მეგობარმა, მოქანდაკე თემურ ჭყონიამ მსახიობის სიცოცხლეშივე შექმნა. ბიუსტი, თბილისის მერიის ხელშეწყობით, ბრინჯაოში ჩამოისხა.

banner
წინა სტატიაშითურქეთი და ინდოეთი დოლარით არ ივაჭრებენ
შემდეგი სტატია(ვიდეო) პლანეტის უხეცესი (146 წლის) მამაკაცი სიკვდილამდე ეწეოდა