(ვიდეო) პლანეტის უხეცესი (146 წლის) მამაკაცი სიკვდილამდე ეწეოდა

დღეს 1 მაისს, ინდონეზიის კუნძულ იავაზე დაასაფლავეს პლანეტის უხუცესი მამაკაცი, 146 წლის საპარმანა სოდიმეჯო, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე თამბაქოს ეწეოდა.
The Daily Mail-ის ცნობით, საპარმანა სოდიმეჯო 1870 წლის დეკემბერში დაიბადა და მან უფრო დიდხანს იცხოვრა, ვიდრე მისმა ოთხმა ცოლმა, ათმა და-ძმამ, და ყველა მისმა შვილმა… ნათესავებიდან ყველაზე უხუცესნი – მისი შვილიშვილებია არიან, რომლებიც ბაბუას ,,მბა გხოტოს,, (ბაბუა გხოტოს) ეძახდნენ.
თავად ,,მბა გხოტო,, თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოდ მიიჩნევდა იმას, რომ მასზე ის ადამიანები ზრუნავდნენ, ვისაც ის ძალიან უყვარდა.
პლანეტის უხუცესი მამაკაცი დაასაფლავეს სასაფლაოს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მან თავად ათწლეულებით ადრე იყიდა… საფლავის ქვაც მრავალი წლის უკან შეიძინა და გარდაცვალებამდე საკუთარ ეზოში ჰქონდა დაყენებული.
აღსანიშნავია, რომ ამა წლის 15 აპრილს იტალიაში პლანეტის უხუცესი ქალბატონი, 117 წლის ემა მორანა გარდაიცვალა, რომელსაც ცოტა ხანსი ზემოხსენებული პლანეტის უხუცესი მამაკაციც მიჰყვა… ამჟამად კი პლანეტის უხუცეს მოქალაქედ, ისრაელის ხაიფაში მცხოვრები 114 წლის ისრაელიუ კრისტალუ ითვლება.
იხილეთ ვიდეო

https://youtu.be/bhbY2e3zdiw

 

ვირუსის ბლოკატორები