ინდოეთში ვიზიტად მყოფი თურქეთის პრეზიდენტის – რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს და ინდოეთს მომავალში ურთიერთ ვაჭრობა დოლარის გარეშე შეეძლებათ…
,,ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციები შეგვეძლება ჩვენს ეროვნულ ვალუტებზე, ლირაზე და რუპიაზე ვაწარმოოთ, რაც ვალუტის კურსის მერყეობის ნეგატიურ ზეგავლენას შეამცირებს,, განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებთან.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი ცდილობს რუსეთთანაც ასევე მიაღწიოს ეროვნულ ვალუტებზე ვაჭრობის შეთანხმებას.