უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაზიანებულია ხიდი, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ყურეზე, დნესტრის ლიმანზე გადის და ზატოკას უერთდება.

მედია იუწყება, რომ ბელგოროდ-დნესტრის რაიონიდან ოდესის მიმართულებით მოძრაობა დაკეტილია. უკრაინული მედია ასევე წერს, რომ ავტომობილები პალანკის გავლით მოძრაობენ.

ამასთან, როგორც მედია წერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა დასახლებულ პუნქტში კერძო სახლს მოხვდა. დაღუპულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს იბრძვიან საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად და აკეთებენ შესაბამის განცხადებებს – სამადაშვილი
შემდეგი სტატიაყელზე გადგათ, მაგრამ არსებობს და დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი – წულუკიანი ივანიშვილზე