კახა მიქაია: ზვიად გამსახურდია საუკუნოდ დარჩება, როგორც თავისუფლებისათვის თავგანწირვის მაგალითი

ზვიად გამსახურდია ლურჯი „მერსედესით“ არ სარგებლობდა-კონსტანტინე გამსახურდია

დღეს ზვიად გამსახურდია 80 წლის გახდებოდა!

მინდა, ყოველგვარი პათეტიკისა და სადღესასწაულო წიაღსვლების გარეშე მივმართო ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას.

საიუბილეო ღონისძიებებით, ყალბი მოშურნეობით გამსჭვალული წერილებით, შუალედური არჩევნების წინ ხიბულაში ჩასვლებით და ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულირებით, ვერც ხელისუფლება და ვერც ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვერ გაექცევა იმ მორალურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ეკისრებათ, როგორც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მემკვიდრეებს და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოკვდინების გამო!

მე ვერ გეტყვით, რამდენად გულწრფელია დღევანდელი ხელისუფალი იმ განცხადებებში, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას ეხება, მაგრამ ერთი რამ ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, დღესავით ნათელია,
ზვიად გამსახურდია საუკუნოდ დარჩება, როგორც სამშობლოსათვის, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის თავგანწირვის მაგალითი, ხოლო მის პატარა თუ დიდ მტრებს დრო აუცილებლად მოისვრის ისტორიის სანაგვეზე!

გილოცავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს!

კახა მიქაია
31.03.2019

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უშიშროების სამსახურები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ
შემდეგი სტატიასაქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას საიუბილეო მარკა გამოუშვა