უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

რუსლან სტეფანჩუკის მიერ მობილიზაციის შესახებ კანონზე ხელმოწერის შემდეგ იგი ხელმოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაეგზავნა.

უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ საკანონმდებლო აქტი ოფიციალურ საპარლამენტო გამოცემა „უკრაინის ხმაში“ გამოქვეყნდება.

კანონი ძალაში გამოქვეყნების მომდევნო დღიდან ერთი თვის შემდეგ შევა. შეგახსენებთ, მობილიზაციის შესახებ კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ 11 აპრილს მიიღო. კანონპროექტს მხარი 283-მა დეპუტატმა დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი – არ დავუშვებთ არჩევნების მოპარვას!
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა