ჯემალ გამახარია სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესეპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კირსტი ნარინენს და ფინეთის საელჩოს თავდაცვის ატაშე ჰარი პალდანიუსს შეხვდა.
ფინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მიმართ.
იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პირობებში, სამშვიდობო პროცესი საბოლოო მიზანს მიაღწევს.

შეხვედრისას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესების განვითარების ტენდენცია აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვის საჭიროებას წარმოშობს. მან ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის მთავარ დაბრკოლებას რუსეთის ფაქტორი წარმოადგენს.
ამასთან დაკავშირებით, მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო მოწყობის საკითხებში ფინეთისა და ზოგადად ევროპის გამოცდილება. ასევე იმსჯელეს ოჩამჩირის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურის განახლებისა და სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროცესთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.
სტუმრებს შეხვდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნოდარ თოფურიძე, დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიღებისთვის და საქმიანი დიალოგისთვის. თავის მხრივ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისათვის.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიააქციაზე დაკავებულები სხვადასხვა იზოლატორებში არიან, მათ შორის, რეგიონშიც – ადვოკატი