ბექა ლილუაშვილი – არ დავუშვებთ არჩევნების მოპარვას!

გუშინ ხელისუფლებამ არ გამოიყენა ჩვენ მიერ შეთავაზებული გამოსავალი და ჩააგდო ჩვენი ალტერნატიული პროექტები – ეს იყო ერთიანობის უნიკალური შანსი მომიტინგეების და ხელისუფლების გაერთიანების და ერთად ევროპისკენ სვლისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, მათი პარტიის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული პროექტის არ გამოყენებით გამოჩნდა რომ „ ქართული ოცნების“ მიზანი „საზოგადოების გახლეჩა, რადიკალიზება და არჩევნების მოპარვის მცდელობაა.“

„მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ აქციაზე იდგნენ და იცავდნენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ხალხმა ხელისუფლების მიერ მათი ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობას, უპასუხა ერთიანობით, ზუსტად ერთიანობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და დავიცვათ ქვეყნის მომავალი, რაც არჩევნების დაცვაზე გადის.

გუშინ ხელისუფლებამ არ გამოიყენა ჩვენ მიერ შეთავაზებული გამოსავალი და ჩააგდო ჩვენი ალტერნატიული პროექტები. ეს იყო ერთიანობის უნიკალური შანსი მომიტინგეების და ხელისუფლების გაერთიანების და ერთად ევროპისკენ სვლისთვის. ამის არ გამოყენებით გამოჩნდა, რომ „ოცნების“ მიზანი საზოგადოების გახლეჩა, რადიკალიზება და არჩევნების მოპარვის მცდელობაა.

ახლაც ხელისუფლება ცდილობს არჩევნების მოპარვას. დღეს „ოცნება“, სატელიტებთან ერთად, კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს არჩევნების გაყალბებისკენ. მიმდინარე პროტესტის ფონზე მიმდინარეობს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა; ცესკოს საბოლოოდ დაქვემდებარებით და ადგილობრივი ფეოდალების გაძლიერებით კანონში, კიდევ უფრო ნათელს ხდის „რუსული კანონის“ მიღების მიზანსაც: ამ კანონის მიღებით, ხელისუფლება გეგმავს ჩვენი პარტნიორები მტრად გამოაცხადოს, მათი რეპუტაციის შტურმით – სცადოს მოპარული არჩევნების შედეგების „გაპრავება“.

დღეს გამოჩნდება ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნების მოპარვაში მცდელობაში და გააკეთებს არჩევანს ევროპის საწინააღმდეგოდ და ოკუპანტის სასარგებლოდ.

ჩვენ, არ დავუშვებთ არჩევნების მოპარვას! დღეს კიდევ უფრო ნათელია, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არჩევნების დაცვაზე გადის და როგორი და რამდენი კანონიც არ უნდა მიიღოს „ოცნებამ“ არჩევნებამდე დარჩენილ მოკლე დროში, ის უკვე დამარცხებულია.

საქართველო უკვე ევროპაა. არა – რუსეთს“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა