უკრაინის უმაღლესი რადა უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტაციის შესახებ კანონპროექტებზე იმსჯელებს

უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი დღეს სხდომას გამართავს, იმისთვის, რომ შეიმუშაონ კანონპროექტები უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტაციის შესახებ, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ პრესრელიზშია აღნიშნული.

დღის წესრიგის მიხედვით, კომიტეტი ყურადღებას გაამახვილებს უკრაინასა და ნიდერლანდების სამეფოს შორის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე, რომელიც ეხება დიპლომატებისა და დიპლომატიური მისიების სხვა თანამშრომლების ოჯახების წევრების ანაზღაურებად საქმიანობას.

განხილვის სხვა თემები იქნება უკრაინის ზოგიერთ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული შესაბამისობის შეფასების შედეგების აღიარებას უკრაინაში.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტები სევეროდონეცკზე შტურმს განაგრძობენ – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატიაესენი ხელისუფლება კი არა, მევახშეები არიან და მხოლოდ ფულის გამოგლეჯას ცდილობენ – ევროკავშირში მოსახვედრი ამათი გეგმაც მხოლოდ ილუზიაა – ჭიჭინაძე