ესენი ხელისუფლება კი არა, მევახშეები არიან და მხოლოდ ფულის გამოგლეჯას ცდილობენ – ევროკავშირში მოსახვედრი ამათი გეგმაც მხოლოდ ილუზიაა – ჭიჭინაძე

ესენი ხელისუფლება კი არა, მევახშეები არიან და მხოლოდ ფულის გამოგლეჯას ცდილობენ – ევროკავშირში მოსახვედრი ამათი გეგმაც მხოლოდ ილუზიაა, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მხოლოდ ბანკების შემოსავალი იზრდება.

„როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ხალხი, რომ ისინი მხოლოდ მარწყვის მკრეფავ შავ მუშად გაიმეტო უცხო ქვეყანაში და ლეგალურად სხვა სამსახური ვერ შესთავაზო?! როგორ შეიძლება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დავიჯეროთ, როდესაც მხოლოდ ბანკების შემოსავალი იზრდება 1500%-ით, მოსახლეობის კი მცირდება?! ლარის 10-15%-იანი ვარდნებიც წინ და უკან, ხომ მხოლოდ ხალხის ძარცვას ემსახურება. ან სად არის ახალი სამუშაო ადგილები, რომელიც გაზრდილი ეკონომიკის თანმდევი უნდა იყოს?!

მოკლედ, ესენი ხელისუფლება კია არა, მევახშეები არიან და მხოლოდ ფულის გამოგლეჯას ცდილობენ.

ევროკავშირში მოსახვედრი ამათი გეგმაც მხოლოდ ილუზიაა, რადგან რა ევროკავშირზეა საუბარი, როდესაც ქვეყნის მთავარი სავაჭრო ვალუტა რუბლი ხდება?!“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უმაღლესი რადა უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტაციის შესახებ კანონპროექტებზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიანატო შვედეთსა და ფინეთთან ერთად ბალტიის ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ატარებს