ოკუპანტები სევეროდონეცკზე შტურმს განაგრძობენ – უკრაინის გენშტაბი

რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკზე შტურმს განაგრძობენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„სევეროდონეცკის მიმართულებით მტერი ჩვენს ჯარებს სხვადასხვა ტიპის ნაღმტყორცნებითა და საარტილერიო სისტემებით უხსნიდა ცეცხლს. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მეტელკინოს, ბოროვსკოეს, უსტინოვკას, ტოშკოვკას და სხვა დასახლებებში. დამპყრობლები აგრძელებენ სევეროდონეცკზე შტურმს,”- აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, მტერმა ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციები ნაღმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით დაბომბა ზოლოტეს, ორეხოვოს, გორნოეს, ვრუბივკას, კლინოვოის, ბელოგოროვკას, პოკროვსკოეს და როტის დასახლებების ტერიტორიებზე.

„მტერმა განახორციელა თავდასხმის ოპერაციები კამიშევახის, ბერესტოვოსა და ნიკოლაევკას დასახლებების რაიონებში, თუმცა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა და წარმატებას ვერ მიაღწია, ბრძოლა გრძელდება“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ნოვობახმუტივკას, კამიანკას, ავდიივკას, მიკილსკის, ზოლოტა ნივას და პოლტავკას რაიონებში.

ამასთან, იუჟნობუგსკის მიმართულებით, ოკუპანტებმა ტავრიისკეს, ნოვა ზორიას, სტეპოვა დოლინას, ნოვომიკოლაივკასა და კობზარცის დასახლებების ტერიტორიებზე ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა კალიბრის არტილერიის გამოყენებით.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტრის შვიდი თავდასხმა მოიგერიეს.

„განადგურდა მტრის ოთხი ტანკი, სამი საარტილერიო სისტემა, რვა ჯავშანტექნიკა და სამი ერთეული მანქანა. საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს „კა-52“ ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ პოლტავაში ოკუპანტების რაკეტა ჩამოაგდო
შემდეგი სტატიაუკრაინის უმაღლესი რადა უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტაციის შესახებ კანონპროექტებზე იმსჯელებს