უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესიაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს ერთმნიშვნელოვნად დაუყოვნებლივი სანქციების მეშვეობით – პოლონეთის პრემიერ

ევროსაბჭო დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს და სანქციები დაუწესოს რუსეთს მოსკოვის მიერ დონბასის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე პოლონეთის პრემიერ – მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დაწერა.

„თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება წარმოადგენს საბოლოო უარს დიალოგზე და არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესიაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს ერთმნიშვნელოვნად დაუყოვნებლივი სანქციების მეშვეობით“, – წერს მორავეცკი.

მან მოითხოვა, დაუყოვნებლივ იყოს მოწვეული ევროსაბჭოს სხდომა ამ საკითხთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიზურაბ გურული: თუ დათმო უკრაინამ, საქართველოს ბედი ელის, თავისი მცოცავი საოკუპაციო ზოლით და სხვა შიდაპოლიტიკური “სიკეთეებით”
შემდეგი სტატიაპუტინი: უკვე გაჟღერდა განცხადება იმაზე, რომ უკრაინა აპირებს საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას და ეს ცარიელი ტრაბახი არაა