პუტინი: უკვე გაჟღერდა განცხადება იმაზე, რომ უკრაინა აპირებს საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას და ეს ცარიელი ტრაბახი არაა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ერთსაათიან მიმართვაში, რომელშიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, შეეხო უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობასაც და, შესაბამისად, გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლის დროს ნათქვამ სიტყვებს.

“ასევე, ვიცით, უკვე გაჟღერდა განცხადება იმაზე, რომ უკრაინა აპირებს საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას და ეს ცარიელი ტრაბახი არაა”, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, უკრაინისთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება ბირთვული იარაღის მოპოვება, ვიდრე იმ ზოგიერთი ქვეყნისთვის, რომლებიც ამას დღეს ცდილობენ. ამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ის დასავლეთის შესაძლო დახმარებას ასახელებს.

“უკრაინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის მოპოვება ბევრად მარტივი იქნება, ვიდრე ზოგიერთი სხვა სახელმწიფოსთვის, ახლა მათ არ დავასახელებ, რომლებიც ფაქტობრივად ამაზე მუშაობენ. მარტივი იქნება განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან ტექნოლოგიური დახმარების შემთხვევაში. ჩვენ ესეც არ უნდა გამოვრიცხოთ. მასობრივი განადგურების იარაღის უკრაინაში გამოჩენასთან ერთად, სიტუაცია მსოფლიოში, ევროპაში, განსაკუთრებით ჩვენთვის, რუსეთისთვის, ყველაზე რადიკალურად შეიცვლება. არ შეგვიძლია უპასუხოდ დავტოვოთ ეს რეალური საფრთხე. მითუმეტეს, გავიმეორებ, დასავლელმა მფარველებმა, შესაძლოა, უკრაინაში ასეთი იარაღის გამოჩენისთვის ითანამშრომლონ, რათა შეიქმნას კიდევ ერთი საფრთზე ჩვენი ქვეყნისთვის”, – თქვა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესიაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს ერთმნიშვნელოვნად დაუყოვნებლივი სანქციების მეშვეობით – პოლონეთის პრემიერ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას