უკრაინის შს სამინისტრომ ვიქტორ იანუკოვიჩის არქივი იპოვა

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის განცხადებით, სამართალდამცველებმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის და მისი ოჯახის არქივი იპოვეს, კერძოდ, კი ნაპოვნია დოკუმენტები, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება. “ახლახანს უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა მთვრობას ინფორმაცია მიაწოდა, რომ ნაციონალურმა პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად, იანუკოვიჩის ოჯახის ყველაზე დიდი არქივი იპოვა” – განაცხადა იაცენიუკმა.
უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინფორმაცია დაადასტურა – “ნაპოვნია კომპანიების ბრუნვები, მათ შორის საზღვარგარეთ მონაცემები… ეს გამოძიებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია” – ნათქვამია ავაკოვის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმინისტრმა ავაკოვმა სააკაშვილს ჭიქა ესროლა-პირველი ვიდეო
შემდეგი სტატიაბრიტანეთის სასამართლომ ტრამპს უარი უთხრა