უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბი – რუსები აძლიერებენ პოზიციებს იზიუმთან, ნაწილობრივ ბლოკავენ ხარკოვს

რუსები აძლიერებენ პოზიციებს იზიუმთან, ნაწილობრივ ბლოკავენ ხარკოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქ იზიუმის მიდამოში 22-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფია თავმოყრილი. ოკუპანტები ასევე ემზადებიან საბრძოლო მოქმედებების გასააქტიურებლად ავდეევკის სიახლოვეს, დონეცკის ოლქში. აღნიშნულია, რომ რუსული არმია ყველაზე აქტიურია სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით.

გენშტაბის განმარტებით, მტერი თავის ძირითად ძალისხმევის კონცენტრირებს ჯარების გადაჯგუფებასა და გაძლიერებაზე ახდენს. ასევე აგრძელებს ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებასა და მის დაბომბვას არტილერიის ამოყენებით.

გენერალურმა შტაბი არ გამორიცხავს მტრის ოპერაციების გააქტიურებას იზიუმისა და ბარვენკოვოს დასახლებების მიმართულებით, რათა მათ შეძლონ გაერთიანებული ძალების ქვედანაყოფებისთვის უკნიდან შემოვლა სლავიანსკთან ახლოს.

banner
წინა სტატიაში„ბიბისი“ – კიევის ოლქში მოკლული 900 მშვიდობიანი მოქალაქეა ნაპოვნი
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – არის მსხვერპლი