უკრაინის საზღვრის გასწვრივ მარცვლეულის შესანახი დროებითი ნაგებობები აშენდება – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის საზღვრის გასწვრივ, მათ შორის პოლონეთში, მარცვლეულის შესანახი დროებითი ნაგებობები აშენდება, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„ვმუშაობ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა უკრაინაში ჩარჩენილი 20 მილიონი ტონა მარცვლეული ბაზარზე გავიტანოთ და ხელი შევუწყოთ სურსათზე ფასების შემცირებას. ვაპირებთ ავაშენოთ დროებითი ნაგებობები, უკრაინის საზღვრებზე, მათ შორის პოლონეთში,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინიდან მარცვლეულის სარკინიგზო გზით გამოტანის გეგმაზე, მაგრამ უკრაინის სარკინიგზო ლიანდაგები განსხვავდება ევროპულისგან, ამიტომ მარცვლეული საზღვარზე სხვადასხვა მატარებელში უნდა გადაიტანონ. ბაიდენმა განმარტა, რომ მარცვლეულის გადატანა თავდაპირველად შესაძლებელია უკრაინის რკინიგზის ვაგონებიდან მარცვლეულის შესანახ ახალ ნაგებობებში, შემდეგ კი ევროპის სატვირთო ვაგონებში. მაგრამ ამას დრო სჭირდება“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგის გამზირზე კიდევ ერთი სკვერი განახლდა
შემდეგი სტატიაარესტოვიჩი – ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე