უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი სევასტოპოლზე იერიშის შემდეგ – მადლობა პილოტებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის!

სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა „მფრინავებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის“.

“ცა და ზღვა ერთი ფერისაა! მადლობა პილოტებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის! ყირიმი ჩვენია! ერთად – გამარჯვებამდე! ” – დაწერა ოლეშჩუკმა ტელეგრამის არხზე.

ამასთან, ტელეგრამის არხი «Крымский ветер» („ყირიმის ქარი“), გამომწერებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იერიში მიტანილი იქნა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარ სპეცსაკომუნიკაციო ცენტრზე, რომელიც მდებარეობს ნიკოლაი მუზიკას ქუჩა N1-ში, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 43 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიასაია-ს თავმჯდომარე – კეთილსინდისიერების შემოწმება ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომელიც საქართველომ მიიღო, ამის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა