აზერბაიჯანის რესპუბლიკა მზადაა ყველა შესაძლო მხარდაჭერის აღმოსაჩენად – ალიევი

ბაქო მზადაა, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ავარიასთან დაკავშირებით ირანს ყველა შესაძლო მხარდაჭერა გაუწიოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან მეგობრული გამომშვიდობების შემდეგ, ჩვენ სერიოზულად შეგვაშფოთა ცნობამ, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც მაღალი დელეგაცია იმყოფებოდა, ირანში ავარიული დაშვება განახორციელა. ვლოცულობთ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მზადაა ყველა შესაძლო მხარდაჭერის აღმოსაჩენად“, – წერს ალიევი.

banner
წინა სტატიაშიირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ
შემდეგი სტატიაირანის დროებით პრეზიდენტად პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოჰბერია დაინიშნა