უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 43 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 18 რაკეტა და 25 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების სარდალზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინას Kh-101/Kh-555 ტიპის 29 ფრთოსანი რაკეტით და Shahed-ის ტიპის 28 დრონით შეუტიეს.

„განადგურდა 43 საჰაერო სამიზნე: X-101/X-555 ტიპის 18 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-136/131 ტიპის 25 დრონი დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, მიკოლაივის, ოდესის, სუმის, კიევის, ვოლინისა და ლვოვის ოლქებში“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით რუსებმა ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტებისა და დრონების გამოყენებით კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ლვოვის ოლქში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო დნეპროპეტროვსკის ოლქში ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

banner
წინა სტატიაში24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღეს ზეიმობს
შემდეგი სტატიაუკრაინის საჰაერო ძალების სარდალი სევასტოპოლზე იერიშის შემდეგ – მადლობა პილოტებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის!