უკრაინის რამდენიმე სპიკერი ყველაფერზე ღლიცინებს, მაგათ არც უკრაინის ბედი აწუხებთ – სუბარი

“მართლაც ძალიან უცნაურია, როდესაც ყოველდღიურად ათეულობით სოფელი და ქალაქი იბომბება უკრაინაში, ასეულობით ადამიანი კვდება, მათ შორის ქალები და ბავშვები და ამ დროს უკრაინის რამდენიმე მთავარი სპიკერი იცლის და საქართველოზე კი არა, უბრალოდ ღლიცინებს ყველაფერზე, სხვას ვერაფერს დავარქმევ. აქედან ჩანს, რომ არც საქართველო არ აწუხებთ, არც მოლდოვა, არც უკრაინა და არც უკრაინელი ხალხის ბედი.

როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აბრამოვიჩი არის პუტინთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული ადამიანი, რომელსაც პუტინის ჯიბეს ეძახიან, ამ დროს უკრაინის პრეზიდენტი ეხვეწება იქით აშშ-ის პრეზიდენტს, იქით ევროპელ ლიდერებს, რომ მოუხსენით ამ კაცს სანქციებიო. ამ დროს ეს რამდენიმე სპიკერი გიგაურზე დაყრდნობით ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ძალიან არასერიოზულია. მართლა ომი რომ არ იყოს, ახლა გაცილებით მკვახე პასუხებს გავცემდით.” – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 88.5 მილიონი ევროს საგრანტო დახმარება მიიღო
შემდეგი სტატიაუცნაურია, უკრაინელები რომ პოულობენ დროს და ჩვენს დეოლიგარქიზაციაზე ზრუნავენ – სერგეენკო